პატიმრებისთვის ამანათების შეგზავნა 29 -30 დეკემბერს სამუშაო საათებში, ხოლო 31 დეკემბერს 14:00 საათამდე იქნება შესაძლებელი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში შესაძლებელია მიმდინარე წლის 29 და 30 დეკემბერს სამუშაო საათებში, 31 დეკემბერს – 14:00 საათამდე.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას”,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები