თამარ მეფის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. “კვირას” ინფორმაციით, იტალიურ ეზოში მდებარე სამსართულიანი სახლის ორი სართული დაიწვა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 15-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა.
შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები