ბრიტანული მედია – დევიდ კემერონი, შესაძლოა, ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, შესაძლოა, ნატოს მომდევნო გენერალური მდივანი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება.
წყაროს ცნობითვე, ეს იმაზეა დამოკიდებული, წამოაყენებს თუ არა მის კანდიდატურად ამ თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.
კემერონთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ პოლიტიკაშ მისი დაბრუნება ქვეყნისთვის ძალზე სასარგებლო იქნება და რომ თავად კემერონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შესაძლებლობას განიხილავს.
ნატოს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება 2018 წლის ბოლოს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები