თამარ მეფის გამზირზე სამსართულიანი სახლი იწვის

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარია. ცეცხლი იტალიურ ეზოში მდებარე სამსართულიანი სახლის ორ სართულზეა გავრცელებული. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები