ადა მარშანია: რად გვინდა ნატო – აფხაზი ხალხი გადაშენების გზაზეა

„ახია თქვენზე, პარლამენტში “ნაციონალები” მეორედ რომ გიზით. იმის ნაცვლად, რომ ცხრა წელი შეგეფასებინათ, აქ მკვლელები გიზით“, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი ხელოვნური და ყალბია.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და არა თემებზე მოსაუბრე ორგანოში. პარლამენტი ადეკვატური უნდა იყოს იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. უკვე ჩანს, ეს პარლამენტი რამდენად ყალბი და ხელოვნურია. ახია თქვენზე, პარლამენტში “ნაციონალები” მეორედ რომ გიზით. ეს ვისი დამსახურებაა? – თქვენი. იმის ნაცვლად, რომ ცხრა წელი შეგეფასებინათ, აქ მკვლელები გიზით. ჩვენი მიზანი რა არის ნატოში თუ აფხაზეთში შესვლა? რად გვინდა ნატო – აფხაზი ხალხი გადაშენების გზაზეა”, – მიმართა მარშანიამ უმრავლესობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები