ზესტაფონის ქუჩაზე მოსახლეობასა და ეკლესიიდან მოკვეთილ ბერს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მოსახლეობასა და ეკლესიიდან მოკვეთილი ბერი ნიკოლოზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ბერი საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.
მისი მრევლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს და აცხადებენ, რომ ბერის შეჩერება ვერაფრით მოახერხეს.
“ხმაურზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ლიფტებს აჭედებდა, იმ დროს ჩემი და უნდა მოსულიყო, პანიკაში ჩავარდა გაიღო კარები და დახვდა ეს ფარდა, დავიხარე რომ გამომეყვანა და ამ დროს ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე. ლიფტებს ანგრევს.
საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ორივე ლიფტი დანგრეულია, როდის აღდგება, კაცმა არ იცის. რამე უკმაყოფილება რომ წარმოთქვა, მთელი მრევლი თავს გესხმის,”-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
პატრიარქის მდივნის განმარტებით, ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მღვდელმსახურების უფლება 15 წლის წინ შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები