ავღანეთში ქალს ქმრის გარეშე მაღაზიაში წასვლის გამო თავი მოჰკვეთეს

ავღანეთში ქალს თავი იმის გამო მოჰკვეთეს, რომ ის სასურსათო მაღაზიაში ქმრის გარეშე მივიდა. მკვლელობა სარ-ე-პულის პროვინციაში მოხდა, რომლის დიდი ნაწილს მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულის ქმარი რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთ წავიდა. ქალი ამ დროს მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა. ქუჩაში ის მამაკაცთა ჯგუფმა დააკავა და თავი მოჰკვეთეს.
პროვინციის გუბერნატორი ინფორმაციით, ქალი იმის გამო მოკლეს, რომ მან „თალიბანის“ წესი დაარღვია, რომელიც ქალებს ქმრის გარეშე საზოგადოებრივ ადგილებში მისვლას უკრძალავს.
ამასთანავე „თალიბანის“ წარმომადგენლები მკვლელობასთან საკუთარ კავშირს უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები