ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კვალვ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6562 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6441 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7596 ლარს შეადგენდა.
2.6441 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე დღეს დოლარის ფასი საშუალოდ, 2.71 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გაუფასურდა, უცხოური ვალუტის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები