დაღესტანში „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრი დააკავეს

დაღესტანში ტერორისტული დაჯგუფების, “ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იუწყება.
სპეცსამსახურების ცნობით, დაკავებულები მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე „რეზონანსულ თავდასხმებს“ გეგმავდნენ. დაჯგუფება სირიაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრის უშუალო მითითებებს ასრულებდა.
ჩხრეკისას დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, საბრძოლო მასალები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტები აღმოაჩნდათ.
თავდასხმები საახალწლო დღესასწაულების დროს იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები