ტრამპმა და ობამამ ხელისუფლების „რბილი გადაცემის“ საკითხი ტელეფონით განიხილეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სატელეფონო საუბარში „ხელისუფლების რბილი გადაცემის“ საკითხი განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი პოლიტიკოსის მოლაპარაკება პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. სატელეფონო საუბრისას, ხელისუფლების „რბილ და ეფექტიან გადაცემაზე“ იყო ლაპარაკი. ტრამპი და ობამა მომდევნო კვირების განმავლობაში, მუდმივ კონტაქტზე შეთანხდნენ.
ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმაც დაადასტურა და დაამატა, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი რბილად მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია მომავალი წლის 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები