შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე – დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი საბრძოლო შეტაკებების დროს სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „ფეისბუქში“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანესიანმა დაწერა. „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დივერსიული მანევრი განახორციელეს, ამის შემდეგ ორმხრივი შეტაკება მოხდა“, – წერს ოვანესიანი.
მისი ინფორმაციით, ტავუშის ოლქში შეტაკებები ამჟამადაც გრძელდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სააგენტო „ტასს’ აცნობა, რომ სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები