“პუტინი იქ არ იმყოფებოდა” – “შარლი ებდომ“ „ტუ-154“-ის კატასტროფაზე კარიკატურები გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა “შარლი ებდომ“ რუსული “ტუ-154“-ის კატასტროფაზე კარიკატურა გამოაქვეყნა. ნახატზე გამოსახულია თვითმფრინავი, რომელიც ეცემა და სამხედრო, რომელიც ყვირის „ააააა“. ამასთანავე კარიკატურას კომენტარიც აწერია „ სამხედრო გუნდის რეპერტუარი ფართოვდება“.
ამ ფაქტის კომენტირებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ასეთი „შემოგდებული საძაგლობის“ ავტორები საბოლოოდ მარტოდ დარჩებიან.
კიდევ ერთ კარიკატურაზე ჩანს თვითმფრინავი, რომელიც ეცემა და ნახატს ავტორის კომენტარი აწერია- „ცუდი ახალი ამბავი – პუტინი იქ არ იმყოფებოდა“.
15749544_10207622879081663_1491092938_n
15820067_10207622879121664_393944256_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები