“დღეს 6 საათზე ვიწყებ და შეიძლება, ამ მიზეზით მამლის წელი ჩემთვისაც სასიკეთო იყოს”

“მამლის წლისგან ველოდები განათლების წელს”, – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კითხვას, თუ რას ელოდება 2017 წლისგან, რომელიც მამლის წელია.
ჯეჯელავას შეფასებით, მამალი პოზიტიურია.
“მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია მგონი მამლის იმიჯი – ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი, განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეს ამბავი. მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით, მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები