ალექსანდრე ჯეჯელავას მეკვლედ კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი სურს

“პრემიერ-მინისტრის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსის მეკვლეობა მისთვის სასიხარულო იქნება.
„პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ, ნამდვილად ვისურვებდი, რადგან ჩემი რამდენიმე ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში და პრემიერის მეკვლეობაც ძალიან გამიხარდებოდა. ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს, რა თქმა უნდა. მოქმედი პრემიერის, ვიცე-პრემიერის, ან ნებისმიერი კოლეგის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა.
ასევე, განსაკუთრებული სიმპათიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიმართ განმსჭვალული. ძალიან გამიხარდებოდა მისი სტუმრობაც”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები