პუტინი : რუსეთი ნებისმიერ სირთულეებს გადალახავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს გადალახავს.
„ვერავინ შექმნის ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. მთავარია, ყველამ შეასრულოს საკუთარი მოვალეობა“ , – განაცხადა პუტინმა.
საზეიმო მიღებაზე პუტინმა რუსეთისა და რუსეთის მოსახლეობის სადღეგრძელო წარმოთქვა.
წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჭის მახლობლად „ტუ-154“-ის კატასტროფის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საახალწლო საზეიმო საღამოს ფორმატი შეცვალა და მას სამუშაო ხასიათი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები