დავით სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის

“პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ, უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
“არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე, უკიდურესად საყურადღებოა და პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები