ბათუმში ავტომობილი ბანკის შენობას შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბანკის შენობას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლია დაშავებული, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები