“მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო”

2016 წლის შეჯამებისას, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ექსპორტის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე. მისი თქმით, გაზრდილია მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით. „მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში, ეს დაახლოებით, 105 მლნ. აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე,” – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის თქმით, საპროცენტო ზრდებში განსხვავება   საექსპორტო ბაზარზე ფასების კლებითაა გამოწვეული და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებში, საპროცენტო ზრდის პარალელურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები