შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის სოფლებში მდებარე ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს – ფოტოკოლაჟი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების – ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.
აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.
![15726455_965002903601709_1268584331346322232_n]()
აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.








