პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს და დეპუტატებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

პარლამენტის სასახლეში, სადღესასწაულო, ყოველწლიური კორპორატიული მიღება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და დეპუტატებს სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
“პირველად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველას ერთად მოგესალმოთ და ყველას ერთად მოგმართოთ – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ძალიან მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს მაქვს ამის შესაძლებლობა – ყველა ერთად, წინასწარ, აღვნიშნავთ მომავალი წლის დადგომას!
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ჩვენი ერთად ყოფნა. აქ ხართ შეკრებილი ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ემსახურებით საქართველოს პარლამენტს. ზოგიერთი თქვენგანი ათწლეულების მანძილზე ემსახურებით ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს და ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ როგორც პარლამენტის, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ.
ჩვენ, ყველა, ვემსახურებით ერთ საქმეს, საერთო საქმეს. ეს არის პარლამენტის საქმე, ეს არის საქვეყნო საქმე და ყველას მინდა გისურვოთ წარმატებები, განსაკუთრებით მომავალ წელს. მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ბედნიერება, ჯანმრთელობა თქვენს ოჯახებთან ერთად და წინსვლა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები