2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი შეიცვლება

2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი შეიცვლება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება, რომელიც შესაბამის სქემას შეიმუშავებს. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კომისიის შემადგენლობაში უმაღლესი სასწავლებლების და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესურა იქნება, რომლებიც დაფინანსების სქემას შეიმუშავებენ.
“ვფიქრობ, მომდევნო სასწავლო წლისთვის წესი გვექნება. გვინდა, ორ თვეში საჯარო განხილვაზე წარმოვადგინოთ ეს წესი, თუმცა, ნებისმიერი ისეთი ცვლილება, რომელიც არ იქნება მისაღები აკადემიური წრეებისთვის, ასეთ ცვლილებებს არ შევიტანთ, ჩვენი ამოცანაა კარგად დამუშავებული სისტემა შევიმუშაოთ”,- განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრის შეფასებით, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს და აბიტურიენტი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით ოთხწლიან გრანტს არ უნდა იღებდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები