შესყიდვის ტარიფი ორშაბათს გახდება ცნობილი

სემეკის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, თუ როგორი იქნება ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი, ორშაბათს გახდება ცნობილი. როგორც შონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა.
„ამ ტარიფებით მოხდება შესყიდვის კომპონენტის გაანალიზება. სხვა ელექტროსადგურების ტარიფებთან შესაბამისად, თუ როგორი იქნება შესყიდვის ტარიფი, ან როგორ იქნება შესყიდვის კომპონენტების დადგენა და როგორ ჩამოყალიბდება სამომხმარებლო ტარიფი, ორშაბათს გადაწყდება. „ენერგო პრო“ ამ ელექტროსადგურებიდან ყიდულობს ელექტროენერგიის თავისი გამომუშავების ძირითად ნაწილს, შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გავლენა ექნება. თუმცა, როგორი სახით, უცნობია,“ – აღნიშნა გოჩა შონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები