„როიტერმა“ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს სატვირთო, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა (ვიდეო)

ახალი ამბების მსოფლიო სააგენტო „როიტერმა“ ბერლინში ტერაქტის დღეს გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა. კადრები ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. მასზე ჩანს სატვირთო ავტომობილი, რომელიც საშობაო ბაზრობას უახლოვდება. ამის შემდეგ ტრაილერი შენობებს ეფარება. ასევე ვიდეოკადრებზე ჩანს ხალხი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გამორბის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ტუნისელი ანის ამრი 19 დეკემბრის ტრაგედიიდან ცოტა ხანში სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. ანის ამრი კამერებმა ბერლინში მეჩეთის მახლობლად დააფიქსირეს. გერმანული მედიის ცნობით, 22 დეკემბრის დილით პოლიციამ მეჩეთში ჩხრეკა ჩაატარა.
ანის ამრის შესახებ ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდოა დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები