Deutsche Bank-ი აშშ-ის მთავრობას, კომპენსაციის სახით, 7,2 მლრდ აშშ დოლარს გადაუხდის

გერმანიის უმსხვილესი ბანკი Deutsche Bank აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით, კომპენსაციის სახით, 7 მლრდ 200 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის, რომლის ნახევარი დაზარალებულ მეანაბრეებს მოხმარდება, ნაწილი კი ჯარიმას.
საუბარია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროს დარღვევების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ორჯერ მეტ თანხას ითხოვდა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ Deutsche Bank-ი იმ საკრედიტო დაწესებულებებს შორის იყო, რომლებიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის წინ ფასიანი ქაღალდების რისკების შეფასებას ამცირებდა. ამის შედეგად აქციები ფინანსურმა კომპანიებმა Fannie Mae-მ და Freddie Mac-მა შეიძინეს, რომელთა პრობლემების გამო ფინანსური კრიზისი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები