ავსტრალიის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც შობის დღეს ქალაქ მელბურნში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ეს პირები „ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან დაკავშირებულები.
ტერორისტები თავდასხმების მოწყობას „ფლინდერს სტრიტის“ სარკინიგზო სადგურზე, ფედერაციის მოედანზე და წმინდა პავლეს ტაძარში გეგმავდნენ. დაკავებულთა უმეტესობა ავსტრალიის მოქალაქეა, ერთი დაკავებული წარმოშობით ეგვიპტელია.
ტერორისტები ორდღიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომელშიც 400-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები