რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის ოლქში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქში  ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა. „ბი ბი სის“ ცნობით, შვიდივე დაკავებული დაჯგუფება „ჯამაათ ტაბლიგის“ წევრია, რომლის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულების ბინების ჩხრეკისას მათ ექსტრემისტული ლიტერატურა აღმოაჩნდათ. ეს პირები მოსკოვის რეგიონის მუსლიმანებს „გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ისინი თავისი მომხრეების იდეოლოგიური მომზადებით იყვნენ დაკავებულები და ხალიფატის შექმნას გეგმავდნენ”.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები ავღანეთის და პაკისტანის ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყვნენ დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები