ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული პირები პატიმრობაში 2017 წლის 30 მარტამდე დატოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. ესენია ზაურ დადაევი, ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, ასევე ტემერლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
დაცვის მხარე განსასჯელების გათავისუფლებას მოითხოვდა, ვინაიდან ბრალდების მხარეს სასამართლოს სხდომაზე მათი ბრალეულობის არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს შემდეგი სხდომა 11 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2016 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები