ბაქოში თურქი დიპლომატის ქალიშვილმა თავი მოიკლა

აზერბაიჯანში თურქეთის ელჩის მრჩევლის ქალიშვილმა თავი მოიკლა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან გადმოხტა. გოგონა 15 წლის იყო.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ლიცეუმში პრობლემები ჰქონდა, ის დასაჯეს და სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გოგონა თურქეთის საელჩოს თანამშრომლის, გიუნლერ არსლან აზმის ქალიშვილია.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები