მოსკოვში სტალინის შვილიშვილი – ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა

საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
გამოცემა “Life”-ის ინფორმაციით, ჯუღაშვილი ცუდად ქუჩაში გახდა. გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ევგენი ჯუღაშვილი 1936 წელს დაიბადა. ის სტალინის შვილის – იაკობ ჯუღაშვილის შვილია.  2001 წლიდან ევგენი ჯუღაშვილი საქართველოს სახალხო პატრიოტული კავშირის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები