კონგოში უსაფრთხოების ძალებმა 34 ადამიანი მოკლეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უსაფრთხოების ძალებმა 34 ადამიანი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის, ჯოზეფ კაბილას წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კონგოს დედაქალაქ კინშასაში და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ  არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1996 – 2003 წლებში სამოქალაქო ომს მილიონობით ადამიანი შეეწირა. ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არასოდეს მომხდარა.
დასავლეთის ქვეყნები და აფრიკის სახელმწიფოები  კონგოში ძალადობის ესკალაციას გმობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები