ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს გამართულ სხდომაზე ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თანამდებობაზე მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ოდესის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტიდან მიხეილ სააკაშვილი გადადგა.

უკრაინის სახელმწიფო სამსახურის ნაციონალური სააგენტო იუწყება, რომ სტეპანოვმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. სტეპანოვის მიერ თანამდებობის დაკავებისთვის შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უნდა გამოსცეს.

მაქსიმ სტეპანოვი, რომელიც ამჟამად პოლიგრაფიული კომბინატის „უკრაინას“ დირექტორია, რამდენიმე წლის წინ ოდესის გუბერნატორის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები