რუსეთში შხაპის გელის დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 71-ს მიაღწია

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შხაპის გელის „ბოიარიშნიკის“ დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 71-ს მიაღწია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„საავადმყოფოებში მიყვანის შემდეგ 40 ადამიანი გარდაიცვალა. 31 ცხედარი საცხოვრებელი ადგილიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს“, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელმა, ტატიანა ლებედევამ.
მისი თქმით, სულ „ბოიარიშნიკით” 117 ადამიანი მოიწამლა. მათგან ხუთი საავადმყოფოებიდან გაეწერა.
მასიური მოწამვლის ფაქტი ირკუტსკში კვირას დაფიქსირდა. ყველა მოწამლული ერთ მიკრორაიონში ცხოვრობდა.
შხაპის გელის, „ბოიარიშნიკის“ შემადგენლობაში, რომელიც მოწამლულებმა დალიეს, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც მცირე დოზებით დალევის შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები