7 წლის ალეპოელი გოგონა თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

7 წლის სირიელი გოგო ბანა ალაბედი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტებით გაიცნო, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბანა ალაბედი და მისი ოჯახი თურქეთში ერდოღანის სპეციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ წაიყვანა, რაც ის აღმოსავლეთ ალეპოდან იყო ევაკუირებული.
გოგონამ ტვიტერში ალეპოში შექმნილი სიტუაციის შესახებ წერა სექტემბერში დაიწყო. სწორედ იმ დროს ბაშარ ასადის ძალებმა და რუსულმა ავიაციამ ალეპოზე მასირებული შეტევა დაიწყეს. გოგონა ინგლისურად წერდა და მას ამაში დედა ეხმარებოდა. ბანა შველას ითხოვდა.
დეკემბრის დასაწყისში ბანა ალაბედს რამდენიმე დღე ტვიტერში ახალი პოსტი არ დაუწერია, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები