Hurriyet: თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელი ერდოღანის ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა

მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც 19 დეკემბერს ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ალთინთაში ერდოღანის პირადი დაცვის წევრი არ ყოფილა, ის იმ პოლიციელების რიცხვში შედიოდა, რომლებიც ერდოღანის მონაწილეობით ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
Hurriyet-ის ცნობითვე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ალთინთაში არ მსახურობდა, ის ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე იყო გასული.
ცნობისთვის, ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა მას ცხრაჯერ ესროლა.
ელჩის მკვლელობიდან 25 წუთში შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი მივიდა და ალთინთაში მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები