გერმანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, პოლიცია ტუნისელს ეძებს

გერმანიაში 19 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხების ზომებია გაძლიერებული, – ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მეზიერმა განაცხადა.
განსაკუთრებული ზომები ახალი წლის ღამეს იქნება მიღებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოცემა Spiegel Online-ის ინფორმაციით, გერმანიის პოლიციას ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს. ეს 1992 წელს დაბადებული ეროვნებით ტუნისელია, რომლის ვინაობა არ სახელდება. ამ ადამიანმა სატვირთო ავტომობილის სავარძლის ქვეშ პირადობის მოწმობა დატოვა. ეს ავტომობილი 19 დეკემბერს საღამოს ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
სამშაბათს პოლიციამ პაკისტანის მოქალაქე გაათავისუფლა, რომელიც ტერაქტის მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი. ახლა კი სამართალდამცველებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
15644552_10207568412480032_1014507447_n
15683293_10207568412400030_1950786610_n
15683410_10207568412360029_45389774_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები