დიდი ბრიტანეთის ფეხბურთში სექს-სკანდალი გრძელდება, მიღებულია 819 შეტყობინება

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველ ორგანოებში, ფეხბურთში სექს-სკანდალის გამოძიების საქმეზე, სექსუალური ზეწოლის 819 შეტყობინება შევიდა.
საუბარია 148 საფეხბურთო კლუბზე, ანუ თავდაპირველად არსებულ კლუბებს კიდევ 50 დაემატა. ეჭვმიტანილთა რიცხვი ასევე ორჯერ გაიზარდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სექსუალური ზეწოლის ფაქტები ყველა დონის კლუბს ეხება- პრემიერ-ლიგიდან დაწყებული, სამოყვარულო კლუბებით დამთავრებული.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ფეხბურთის ყოფილ მწვრთნელს ბარი ბენელს, რომელიც სექს-სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ის 14 წლის და უფრო ახალგაზრდა მოზარდებზე სექსუალურ ზეწოლაშია ბრალდებული.
ბენელი „კრუ ალექსანდრეს“ და „,მანჩესტერ სიტის“ საფეხბურთო სკოლების მწვრთნელი იყო. ის სექსუალური ხასიათის ზეწოლისთვის სამჯერ იყო გასამართლებული. ბენელს ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა ცხოვრების ბოლომდე აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები