რუსმა სტუდენტმა, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანება სცადა, ახლობლებს ბოდიში მოუხადა

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა ვარვარა კარაულოვამ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას ცდილობდა, საკუთარ საქციელს „მოზარდის ამბოხი“ უწოდა და ახლობლებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ეს მოზარდის ამბოხი იყო. საერთოდ ასეთი რამ 14-15 წლის ასაკში ხდება-ხოლმე, მაგრამ მე ეს 19 წლის ასაკში მომივიდა. მე ეს შეცდომა უკვე მოვინანიე და ამისთვის დავისაჯე კიდეც”, – განაცხადა კარაულოვამ მოსკოვის საოლქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
კარაულოვამ ასევე განაცხადა, რომ მას „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მომზადება არ გაუვლია და ის ერთ-ერთი „ბოევიკის“ მიმართ რომანტიკულ გრძნობებს განიცდიდა.
ვარვარა კარაულოვას სასამართლო განაჩენს 22 დეკემბერს გამოუტანს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები