რუსეთის საგარეო უწყებაში ეჭვობენ, რომ “ფეისბუქი” „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეჭვობს, რომ სოციალური ქსელი ფეისბუქი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.15644243_10207567412415031_407768017_n
მისი თქმით, საიტის ადმინისტრაციამ თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ფოტო და კომენტარი წაშალა.
კომენტარში ცნობილი საბჭოთა მომღერლის და პოეტის ანდრეი ვისოცკის ერთ-ერთი სიმღერის სიტყვები ეწერა – „არ მიყვარს, როდესაც ზურგში ისვრიან“.
„გამოცემა Gazeta.ru-მ დაწერა, რომ ანდრეი კარლოვის ფოტო ფეისბუქიდან მე წავშალე. ეს სიცრუეა. ჩემი პოსტი უცნობი მიზეზებით ფეისბუქის ადმინისტრაციამ დაბლოკა. ეს არ არის ცენზურა. ეს საინფორმაციო დივერსიაა. ვინ არიან ამ საიტის ადმინისტრატორები. იქნებ „ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები?“ – წერს ზახაროვა.
ცნობისთვის, ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს საღამოს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე მოკლეს. მას შეიარაღებულმა პირმა ზურგში რამდენჯერმე ესროლა. კარპოვი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელი რადიკალი ისლამისტი აღმოჩნდა. მკვლელობის შემდეგ მან ყვირილი დაიწყო, რომ ეს სირიაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები