ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო საფინანსო სისტემამ 1,2 ტრილიონი დოლარი დაკარგა

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციების კოტირება, პირველ რიგში ეს ენერგეტიკის და ფინანსურ კომპანიებს ეხებათ.
შესაბამისად, Dow Jones-მა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 20 ათას პუნქტზე ავიდა.
ამასთანავე მნიშვნელოვნად შემცირდა ობლიგაციების კოტირება. როგორც ცნობილია, სესხების ბაზარი მსოფლიოში უდიდესია და მისმა დანაკარგებმა აქციების ზრდას ბევრად გაასწრო.
ასეთი დიდი განსხვავება ობლიგაციების და აქციების ბაზარს შორის ძალზე იშვიათად ხდება და ექსპერტები მას ფრთხილად უყურებენ. ასე, მაგალითად, 2016 წლის დასაწყისში ამ მდგომარეობას ფინანსურ ბაზარზე სრული ქაოსი მოჰყვა – ნავთობი 30 დოლარამდე გაიაფდა და იყო მრავალმილიარდიანი დანაკარგები ფინანსურ ბაზარზე.
აქციების კოტირების ზრდას ანალიტიკოსები უფრო „მოლოდინის“ ეიფორიით ხსნიან. სწორედ “მოლოდინით ვაჭრობა” ხდება დღეს ფინანსურ ბაზრებზე, რაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ეკონომიკურ გეგმებს უკავშირდება.

წყარო : vestifinance.ru

245290-640xp

245292-640xp

245291-640xp

245295-640xp

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები