კოლუმბიაში ავიაკატასტროფისას ერთი ადამიანი გადარჩა (ვიდეო, ფოტო)

კოლუმბიაში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციაში აცხადებენ, საჰაერო ხომალდის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ერთადერთი გადარჩენილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ბოინგ 727-ის’’ ტიპის თვითმფრინავი, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიემგზავრებოდა, აფრენიდან სამ წუთში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
15645048_10207566996244627_1462360975_n 15683081_10207566996204626_1120622059_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები