ახალგორის რაიონის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბოლის სკოლაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„ხანძარი რკინის ღუმელმა გამოიწვია, რომლითაც სკოლა თბება. მეხანძრეებმა ცეცხლი დაახლოებით ერთ საათში ჩააქრეს. სკოლის ერთი კლასი მთლიანად დაიწვა“, – განუცხადა “სპუტნიკს” ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელმა. სკოლაში სასწავლო პროცესი გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები