აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა – „შავ სიაში“ სატვირთო ხომალდებიც კი მოხვდნენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. „შავ სიაში“ სატვირთო ხომალდებიც კი მოხვდნენ.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო გაგრძელდა.
სანქციების სიაში შვიდი ფიზიკური პირი მოხვდა: ნაციონალური მედიაჯგუფის პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი, ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს წევრები დიმიტრი ლებედევი, მიხეილ კლიშინი და დიმიტრი მანსუროვი, ამავე ბანკის ტოპმენეჯერი მიხეილ დედოვი, „სობინბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ოლეგ მინაევი და ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
ასევე სანქციებში მოხვდნენ კომპანიები „სტროიპროექტი”, “ყირიმის საზღვაო პორტები“, „ყირიმის რკინიგზა“, „როსხიმტერნდი“, “ტრანსპოეტროჩარტი”, “კარსტი სოლიდი,” „ტარნს-ფლოტი“ და სხვა კომპანიები. სანქციებში პირველად მოხვდა გემები – ესენია ტანკერები „მარშალ ჟუკოვი“ და „სტალინგრადი“.
ფიზიკური პირების და ორგანიზაციების აქტივები, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ, აშშ-ის ტერიტორიაზე გაყინული იქნება და შეერთებული შტატების მოქალაქეებს მათთან ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები