თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი მოსკოვში გადაასვენეს

თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს. ვნუკოვოს აეროპორტში სპეცრეისს რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დახვდნენ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კარლოვის მეუღლეს და დედას სამძიმარი გამოუცხადა.
მანამდე კარლოვთან გამომშვიდობების სამგლოვიარო ცერემონია ანკარის აეროპორტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები