რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა სირიის კონფლიქტის მოგვარების დეკლარაცია მიიღეს

რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სირიის კონფლიქტის მოგვარების დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ირანი, რუსეთი და თურქეთი მზად არიან ხელი შეუწყონ სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას და მისი გარანტი გახდნენ,“ – განაცხადა ლავროვმა. მან ასევე დაამატა, რომ თურქეთი და ირანი მოუწოდებენ სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ანალოგიურად იმოქმედონ.
ლავროვის თქმით, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესის განახლებას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები