ერაყში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ კეი-სანჯაკში, ერაყის ქურთისტანის პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რეგიონის შს მინისტრის მოადგილის ჯალალ კარიმმა განაცხადა, რომ ტერაქტის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ერაყის ქურთისტანი – ქვეყნის რეგიონია ფართო ავტონომიით. მას საკუთარი მთავრობა და სამართალდამცველი ორგანოები ჰყავს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ ტერორისტული თავდასხმები შედარებით იშვიათად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები