მალაიზიაში ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის 7 ადამიანი დააკავეს
მალაიზიის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაჯგუფების წევრები მალაიზიაში და საზღვარგარეთ ტერაქტებს გეგმავდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები სტუდენტები არიან, ერთ-ერთი მათგანი უცხოეთის მოქალაქეა, რომელიც „ალ ქაიდასთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი.