დოლარმა ევროსთან მიმართებაში რეკორდულ კურსს მიაღწია
ამერიკულმა დოლარმა ევროსთან მიმართებაში დღეს კვლავ ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა. რამდენიმე დღის წინ დოლარი ასევე რეკორდულ ნიშნულზე იყო, ერთი ევროს ფასი 1,04 აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი კურსი ბოლოს 2003 წელს დაფიქსირდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Dow Jones-ის რეიტინგი ასევე გაიზარდა და 20 000 პუნქტს მიაღწია, რაც ასევე ბოლო დროის რეკორდული მაჩვენებელია. ანალიტიკოსების ინფორმაციით, ევროს გაუფასურება სხვა მიზეზებთან ერთად, გერმანიაში მომხდარ ტერაქტებს უკავშირდება.