ცნობილ ჩეხ ჩოგბურთელ ქალზე თავდასხმა მოხდა

ცნობილ ჩეხ ჩოგბურთელ ქალზე, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას საკუთარ ბინაში თავს დაესხნენ. კვიტოვა ხელში დანით დაჭრეს და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც თავად კვიტოვა აცხადებს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია. თავდამსხმელი პეტრა კვიტოვას ბინის გაძარცვას ცდილობდა. თავდასხმა ჩეხეთის ქალაქ პროსტეევში მოხდა. კვიტოვამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და სწორედ ამ დროს ხელში დაიჭრა. თავდამსხმელი დაახლოებით 35 წლის იყო და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად მას პოლიცია იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები