იაპონიის სასამართლომ ამერიკელებს ოკინავას კუნძულზე ახალი ავიაბაზის მშენებლობის ნებართვა მისცა

იაპონიის უმაღლესმა სასამართლო ამერიკელ სამხედროებს კუნძულ ოკინავაზე ახალი ავიაბაზის მშენებლობის უფლება მისცა. სასამართლომ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომელიც კუნძულიდან სამხედროების სრულ გაყვანას მოითხოვდა.
კერძოდ, ოკინავას გუბერნატორი ტაკესი ონაგა ამერიკელ საზღვაო ქვეითთა ბაზის იაპონიის სხვა რეგიონში გადატანას მოითხოვდა.
ოკინავას გუბერნატორმა 2016 წლის ზაფხულში ბაზის გადასატანად სამუშაოების ნებართვა გააუქმა.   ამის საპასუხოდ იაპონიის მთავრობამ. რომელიც ბაზის შენარჩუნებაშია დაინტერესებული, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვის მოთხოვნით დროდადრო საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები