თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად ხუთი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სამაშველო სამსახურებმა რვა ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვი და ერთი ქალია.
გაეროს მიგრაციის უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 4 715 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.